ფინური მედიის ინფორმაციით, ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა მზადყოფნა გამოთქვა, გახდეს ევროკავშირის წარმომადგენელი რუსეთთან პოტენციურ მოლაპარაკებებში.
„მე თუ მკითხავენ, მზად ვარ თუ არა, მოლაპარაკებებში ჩავერთო, მაშინ ეს, სავარაუდოდ, ისეთი საკითხია, რომელზეც უარყოფით პასუხს ვერ გასცემ“, – განაცხადა ალექსანდრ სტუბმა.
ამასთან, ფინეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ასეთი მოლაპარაკებების გასამართად მხოლოდ იმ შემთხვევაში არის მზად, თუ რუსეთი ზავს დათანხმდება.
ცნობისთვის, მანამდე მედია წერდა, რომ ევროკავშირში რუსეთთან მომლაპარაკებლის კანდიდატებად განიხილავენ გერმანიის ყოფილ კანცლერს, ანგელა მერკელს, იტალიის მთავრობის ყოფილ მეთაურს, მარიო დრაგის და ფინეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ სტუბს.