საქართველოში მოქმედი ბანკების მოგება 2026 წლის იანვარ-აპრილში 1.17 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.

როგორც ბანკების მიერ ეროვნულ ბანკისთვის წარდგენილი მაჩვენებლებიდან ირკვევა, მოგება წლიურად 166.6 მილიონი ლარით, ანუ 16.7%-ით არის გაზრდილი.

19 ბანკიდან 15 მოგებაზეა, 4 კი ზარალზე.

ბანკებიდან ყველაზე მაღალი, 603 მილიონი ლარის მოგება „საქართველოს ბანკს“ აქვს, მეორე ადგილზეა „თიბისი ბანკი“ 444 მილიონი ლარით, მესამე პოზიციას კი უკვე „ბაზისბანკი“ იკავებს 38 მილიონი ლარით, ხოლო „ლიბერთი ბანკის“ მოგება 29 მილიონ ლარამდე შემცირდა და მან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.

რაც შეეხება ზარალიან ბანკებს, ესენი არიან პეისერა ბანკი, ჰეშბანკი, სილქ ბანკი და ვითიბი ბანკი საქართველო. 

# კომერციული ბანკი მოგება/ზარალი 2026 წლის იანვარ-აპრილში, (მლნ ლარი)
1 საქართველოს ბანკი 603 მილიონი ლარი;
2 თი–ბი–სი ბანკი 444 მილიონი ლარი;
3 ბაზის ბანკი 38 მილიონი ლარი;
4 ლიბერთი ბანკი 29 მილიონი ლარი;
5 კრედო ბანკი 24 მილიონი ლარი;
6 პროკრედიტ ბანკი 12 მილიონი ლარი;
7 ტერა ბანკი 10 მილიონი ლარი;
8 ქართუ ბანკი 9.1 მილიონი ლარი;
9 ხალიკ ბანკი 7.9 მილიონი ლარი;
10 მიკრობანკი კრისტალი 5.9 მილიონი ლარი;
11 იშ ბანკ 5.1 მილიონი ლარი;
12 პაშაბანკი 3.8 მილიონი ლარი;
13 პეივბანკი 3.5 მილიონი ლარი;
14 ზირაათ ბანკი 1.8 მილიონი ლარი;
15 მიკრობანკი ემბისი 1.2 მილიონი ლარი;
16 პეისერა -0.8 მილიონი ლარი;
17 ჰეშბანკი -3.7 მილიონი ლარი;
18 სილქ ბანკი -8.9 მილიონი ლარი;
19 ვი–თი–ბი ბანკი -15.4 მილიონი ლარი.