სოფლის განვითარების სააგენტო ახალი შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების შექმნის ფინანსურ მხარდაჭერას „გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში წელსაც ახორციელებს - ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ახალი შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება შეადგენს პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 350,000 ლარს; თანამონაწილეობის თანხა შესაძლოა წარმოადგენდეს, როგორც საკუთარი სახსრებს, ასევე აგროკრედიტს/ლიზინგს.
პროექტი ითვალისწინებს დამატებით შეღავათებს იმ შემთხვევებში, თუ შემნახველი საწარმო აშენდება მაღალმთიანი დასახლებებისა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, ასევე, თუ საწარმოს სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი შექმნის. აღნიშნულ შემთხვევებში თანადაფინანსება განისაზღვრება პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 40%-ით, არაუმეტეს 350,000 ლარით.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის, დაწყებიდან დღემდე, 126,7 მლნ ლარით თანადაფინანსებულია 270 გადამმუშავებელი საწარმოს და შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა, მათ შორის, 160 შემნახველი საწარმოს შექმნა - 75,7 მლნ ლარით.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერზე rda.gov.ge“ – ნათქვამია ინფორმაციაში.