საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი 2019 წლიდან.
ირმა ხეცურიანმა 2014 წელს საერთაშორისო ტურნირებზე რამდენიმე მედალი მოიპოვა, ხოლო ერთი წლის შემდეგ, 30 წლის ასაკში, უკვე მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა. პარიზის მსოფლიო თასზე მოპოვებულმა ოქროს მედალმა იგი მსოფლიო რეიტინგის სათავეში გადაიყვანა.
ეს იყო მომენტი, როდესაც ირმა დამწყები ქართველი სპორტსმენიდან მსოფლიოს საუკეთესო მოფარიკავეებს შორის აღმოჩნდა.
შემდეგი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონობა იყო. 2017 წელს, რომში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ირმამ ხმალში, B კატეგორიაში, ოქროს მედალი მოიპოვა. ორი წლის შემდეგ კი საქართველოს ქალთა გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის გუნდურ შეჯიბრებაში ვერცხლის მედალი აიღო.
ირმა სტაბილურად ინარჩუნებდა ადგილს მსოფლიოს წამყვან მოფარიკავეთა შორის და ამტკიცებდა, რომ სპორტული კარიერის დაწყებას ასაკი არ განსაზღვრავს, მისი კარიერის მასშტაბები საერთაშორისო ასპარეზზე უცვლელია.
მაგრამ რამდენად ხშირად ვსაუბრობთ ამ მიღწევებზე?
პარასპორტსმენების ისტორიებს ხშირად მხოლოდ მაშინ ვიხსენებთ, როდესაც ისინი მედალს იგებენ. თუმცა, მათი მიღწევები და შესაძლებლობები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. შედეგად, პარალიმპიელი ჩემპიონები, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელით იბრძვიან, იშვიათად ხდებიან იმ ბრენდებისა და კამპანიების ნაწილი, რომლებიც მათ ცნობადობას მეტად გაზრდიდა.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს, პარალიმპიელი ჩემპიონების და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების შემოერთებას. კამპანიის მიზანია, პარასპორტსმენებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ. ასე გაჩნდა კამპანიის მთავარი კითხვა: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კითხვა ბრენდებისთვის გამოწვევად იქცევა - შეავსონ ცარიელი ადგილი, და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.
ჩემპიონები მზად არიან.
ახლა ბრენდების ჯერია
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?