2025 წელს საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა რეკორდული, 3.3 მილიარდ ლარზე მეტი მოგება მიიღეს. შედარებისთვის, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშის თანახმად, საქართველოში მოქმედმა 17-მა კომერციულმა ბანკმა 2024 წელს ჯამურად 3.09 მილიარდ ლარზე მეტის წმინდა მოგება მიიღო.
19 კომერციული ბანკიდან გასული წელი 15-მა მოგებით, 4-მა კი ზარალით დაასრულა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების თანახმად, 1.6 მილიარდიანი მოგებით რეიტინგის სათავეში „საქართველოს ბანკია“, რომელსაც მოსდევს „თიბისი“ 1.3 მილიარდ ლარამდე მოგებით, მესამეზე კი „ლიბერთი ბანკია“ 126 მლნ ლარის მოგებით.
ზარალიანი ბანკებია კი არიან „ჰეშბანკი“, „პეისერა“, „ვითიბი“ და „სილქ ბანკი“.