თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე, ლისის ტბის მიმდებარედ, ახალი მულტიფუნქციური კომპლექსის - „ქრონომეტრის’’ მშენებლობა მიმდინარეობს. ბიზნესკლასის პროექტი, რომელიც საცხოვრებელ და საოფისე სივრცეებს აერთიანებს, ბაზარზე კომპანია „დაგის’’ 20-წლიანი სამშენებლო გამოცდილებით შემოდის. 600-ზე მეტი დასრულებული ობიექტის შემდეგ, გუნდმა გადაწყვიტა შექმნას სივრცე, რომლის მთავარი ამოსავალი წერტილიც ადამიანის საჭიროებებზე მორგებული, პრაქტიკული და დინამიკური ცხოვრების სტილი იქნება.

პროექტის მიღმა არსებული იდეა გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს - ეს არის მცდელობა, შეიქმნას გარემო, სადაც ყოველი კვადრატული მეტრი ადამიანის დროის დაზოგვასა და კომფორტს მოემსახურება. კომპანიის დირექტორი, დავით გულორდავა, ამ ამბიციას პრაქტიკული საჭიროებით ხსნის: თანამედროვე ყოველდღიურობაში დრო ყველაზე მწირი რესურსია, მულტიფუნქციურობა კი სწორედ ის გამოსავალია, რომელიც  ცხოვრების, მუშაობისა და განტვირთვის შესაძლებლობას ერთდროულად იძლევა.

ინტერვიუ დავით გულორდავასთან 

- დავით, როგორ დაიბადა „ქრონომეტრის’’ იდეა და რა იყო ის მთავარი მოტივაცია, რამაც გადაგაწყვეტინათ დეველოპერულ ბაზარზე ახალი სიტყვა გეთქვათ?

- კომპანია „დაგი’’ უკვე ორ ათწლეულზე მეტია სამშენებლო ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლდინგში შემავალ კომპანიებს დეველოპერული პროექტების განხორციელების გამოცდილება აქამდეც ჰქონდათ, ეს საქმიანობა ერთიანი ბრენდის ქვეშ არ იყო მოქცეული. ორი წლის წინ გადავწყვიტეთ, რომ დადგა დრო, ჩვენი მრავალწლიანი კომპეტენცია და პროფესიონალიზმი ერთ კონცეფციაში გაგვეერთიანებინა - ასე დაიბადა „ქრონომეტრის’’ იდეა. 

- რატომ „ქრონომეტრი’’? როდესაც ამ სახელზე შეჩერდით, რა მთავარი გზავნილის მიტანა გინდოდათ მომხმარებლამდე?

- თანამედროვე ადამიანისთვის დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია. ჩვენი პროექტის მთავარი გზავნილიც სწორედ მულტიფუნქციურობაა, რაც დროის მაქსიმალურად დაზოგვის საშუალებას იძლევა. „ქრონომეტრი’’ ნიშნავს გარემოს, სადაც ყველა აუცილებელი სერვისი პროექტშივე ან მასთან ძალიან ახლოსაა - ამას კი მინიმუმამდე დაჰყავს ყოველდღიური დანახარჯები და ადამიანს მეტ დროს უტოვებს იმისთვის, რაც მისთვის მართლაც მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, ამ კონცეფციას მომავალშიც აქტიურად გავყვებით.

- რა არის ის მთავარი არქიტექტურული თუ ფუნქციური იდეა, რომელიც „ქრონომეტრს’’ სხვა სტანდარტული საცხოვრებელი კომპლექსებისგან გამოარჩევს?

- ჩვენი ამოსავალი წერტილი ბუნებრივი განათება და გარემოსთან ბალანსია. შენობის ყველა სართულიდან არაჩვეულებრივი ხედები იშლება. აივნებზე არსებული გამწვანება კი ქმნის სპეციფიკურ მიკროკლიმატს, რაც ერთგვარი ხიდია ურბანულ გარემოსა და ბუნებას შორის. პროექტში ინტეგრირებულია ენერგოეფექტური გადაწყვეტილებები, დახურული აუზი, სპორტდარბაზი, კომერციული და საოფისე ფართები.  ცალკე აღნიშვნის ღირსია პენტჰაუსი საკუთარი აუზით, რომელიც ექსკლუზიურობის სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს. ფაქტობრივად, ყველაფერი ერთ სივრცეში და თან თბილისის უდიდეს რეკრეაციულ ზონასთან, ლისთან ძალიან ახლოსაა. სწორედ ეს კომპლექსური მიდგომაა ჩვენი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი.

- ლოკაცია ხშირად გადამწყვეტია. რატომ შეჩერდით ამ ადგილზე და რა კონკრეტული უპირატესობები აქვს მას მაცხოვრებლისა თუ ინვესტორისთვის?

- ლისის მიმდებარე ტერიტორია დღეს თბილისის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და პერსპექტიული ნაწილია. ბინები ლისზე კი როგორც მაცხოვრებლისთვის, ისე ინვესტორისთვის იმ რამდენიმე უპირატესობით გამოირჩევა, რამაც საბოლოოდ ჩვენი არჩევანი განაპირობა: 

სიახლოვე რეკრეაციულ ზონასთან და ქალაქის ცენტრთან: ურბანული განვითარება დღეს თბილისის შემოგარენისკენ ინაცვლებს, რაც საშუალებას გვაძლევს, ბუნებასთანაც და ქალაქთანაც ახლოს ვიყოთ. „ქრონომეტრიდან’’ ლისი 3 წუთშია, „თბილისი მოლი’’ - 7 წუთში, ხოლო დასავლეთის მიმართულებით ქალაქიდან გასასვლელი - 15 წუთში.

უცვლელი ხედები: ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რაც პირდაპირ განსაზღვრავს უძრავი ქონების ფასს. ვინაიდან მიმდებარე ნაკვეთები უკვე განვითარებულია, მობინადრეს აქვს გარანტია, რომ მის პანორამულ ხედს მომავალში ახალი მშენებლობები არ დაჩრდილავს. 

ინფრასტრუქტურული პოტენციალი: ამ ლოკაციის პოპულარობა ყოველდღიურად ახალი გზების, სკოლების, რეკრეაციული ზონებისა და სავაჭრო ქსელების ხარჯზე იმატებს. ინვესტორისთვის ეს ნიშნავს ქონების ღირებულების სტაბილურ ზრდას, ხოლო მაცხოვრებლისთვის - სრულყოფილ კომფორტს.

- როდესაც ადამიანები „ქრონომეტრში’’ ცხოვრებაზე ფიქრობენ, რა არის ის მთავარი განცდა, რომელიც გსურთ, რომ მათ ამ სივრცეში იგრძნონ?

- ბიზნესკლასის საცხოვრებელი კომპლექსის მობინადრე დეტალებსა და ხარისხზეა ორიენტირებული, შესაბამისად, აქ თითოეულ ნიუანსზე ნაფიქრია. ჩვენი სურვილია, ადამიანებმა პირველივე წამიდან იგრძნონ ცხოვრების მაღალი ხარისხი და ის სიმშვიდე, რასაც სწორად დაგეგმარებული გარემო იძლევა.

- ზოგადად, მშენებლობის პროცესში რა არის ის ერთი კონკრეტული მიმართულება, რომელსაც პირადად, ყოველდღიურ რეჟიმში აკონტროლებთ და რატომ არის ეს თქვენთვის პრიორიტეტული?

- გარდა იმისა, რომ პირადად ვაკონტროლებ მშენებლობის ტემპს და სამუშაოების ხარისხს, ასევე აქტიურად ვარ ჩართული მასალების შერჩევის პროცესში. ჩემთვის ხარისხი და დათქმული ვადების სიზუსტე ის „წითელი ხაზია’’, სადაც კომპრომისს არასოდეს დავუშვებთ. 

როგორც წესი, შედარებით გამოუცდელ კომპანიებს საძირკვლის სამუშაოებისას ხშირად აქვთ ვადებში აცდენა. ჩვენს შემთხვევაში კი, მიუხედავად იმისა, რომ გეგმას ყოველთვის მივყვებოდით, რეალიზაცია მანამ არ დაგვიწყია, სანამ საძირკვლის სამუშაოები სრულად არ დავასრულეთ.

- რა ტიპის გარანტიებს სთავაზობთ მობინადრეებს, რომ მათ თავი დაცულად იგრძნონ?

- გარდა ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებისა, მნიშვნელოვანი ინდიკატორია ის ნდობა, რომელიც საბანკო სექტორმა გამოგვიცხადა. გასულ წელს „ქრონომეტრი’’ იყო იმ მცირერიცხოვან პროექტებს შორის, რომლებმაც „საქართველოს ბანკისგან’’ სრული დაფინანსება მოიპოვეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,  ჩვენი ურთიერთობა მომხმარებელთან მხოლოდ ბინის გაყიდვით არ სრულდება - ჩვენ ვართ მათი პარტნიორები ყველა ეტაპზე, რაც გულისხმობს როგორც ინფორმაციის გამჭვირვალობას, ისე გადახდის მოქნილი პირობების შეთავაზებას. 

ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ადამიანებმა ცხოვრების ახალი ეტაპი მაქსიმალურად კომფორტულად დაიწყონ, ამიტომ მუდმივად ვქმნით მათთვის ღირებულ სერვისებსა და დამატებით შესაძლებლობებს, რათა ჩვენი სივრცეების მეშვეობით გრძელვადიან პერსპექტივაშიც მაქსიმალური სარგებელი მიიღონ.

- დაბოლოს, როგორც დირექტორი, რას ეტყოდით იმ ადამიანს, რომელიც ახლა არჩევს საცხოვრებელ სივრცეს და „ქრონომეტრს’’ ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავს?

- ვეტყოდი, რომ ჩვენი გარემო აერთიანებს იმ ღირებულებებს, რაც დღეს წარმატებას განსაზღვრავს: დინამიკას, გონივრულ გადაწყვეტებს და მაღალ ხარისხს. აქ ცხოვრება ნიშნავს, რომ სრულად აკონტროლებ საკუთარ დროსა და რესურსებს. ეს არის სივრცე მათთვის, ვინც უპირატესობას მუდმივ წინსვლასა და გააზრებულ არჩევანს ანიჭებს.

კომპანიის სამომავლო გეგმები ამბიციურია და ბიზნესკლასის სეგმენტში პორტფელის გაფართოებას გულისხმობს, თუმცა მთავარი ღირებულებები და ხარისხის სტანდარტი უცვლელი დარჩება. ამაშუკელის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები კი დათქმული ვადების მიხედვით ვითარდება და კომპლექსის მშენებლობა სრულად 2027 წლის ივნისში დასრულდება. სწორედ ამ დროიდან შეძლებენ მობინადრეები იმ საცხოვრებელი და სამუშაო სივრცეებით სარგებლობას, რომლებიც კომპანიამ ადამიანებზე მორგებული, პრაქტიკული გადაწყვეტებით შექმნა.