სატვირთო, მიკროავტობუსი, სპეციალური დანიშნულების ტრანსპორტი – ამ კატეგორიის ავტომობილებისთვის ყოველი გამოტოვებული დღე მძღოლის შემოსავალზე აისახება. კომერციული ტრანსპორტი მათი მუშაობის მთავარი საშუალებაა, და როცა ის ნორმალურად ვერ ფუნქციონირებს, სერიოზული პრობლემებს იწვევს. სწორედ ამ გარემოებამ განსაზღვრა ის, თუ როგორ უნდა მუშაობდეს სერვისი, რომელიც ამ სეგმენტზეა ორიენტირებული.
K-Motors ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს და დღეს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჯამში ექვსი ფილიალი აქვს. 37 000-ზე მეტი მომხმარებელი და 200-ზე მეტი თანამშრომელი – ეს რიცხვები კომპანიის მასშტაბს ასახავს. K-Motors-მა მიზნად დაისახა, რომ ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების მფლობელს პრობლემის გადაჭრა ადვილად შეძლოს.
ავტონაწილების ბაზრის მუშაობის სპეციფიკა ხშირად გულისხმობს, რომ მომხმარებლები საჭირო ნაწილებს ერთ ადგილზე ყიდულობენ, სერვისი კი სხვაგან უნდა ეძებონ. K-Motors ამ ორ პროცესს ერთ სივრცეში აერთიანებს, რაც პრაქტიკული მიდგომიდან გამომდინარეობს.
კომპანიის ასორტიმენტი სავალ ნაწილებს, ძრავის კომპლექტურ სათადარიგო ნაწილებს, საბურავებს, ზეთს, აკუმულატორებს, დისკებს, ფილტრებსა და საცხებ-საპოხ მასალებს მოიცავს და საკმაოდ მრავალფეროვანია. ყველაზე ხშირად გაყიდვადი კატეგორიებია საბურავები, ძრავის ზეთი და აკუმულატორები.
ნაწილების მარაგი ქალაქგარეთ განთავსებულ 5000 კვ.მ-იან ცენტრალურ საწყობსა და თბილისში არსებულ 1000 კვ.მ-იან დამხმარე საწყობში ერთიანდება – ეს მოცულობა საშუალებას იძლევა, რომ ფილიალები შეუფერხებლად მომარაგდეს. თითოეული ფილიალი სრული ტექნიკური სერვისით არის აღჭურვილი – ძრავის შეკეთება და დიაგნოსტიკა, გადაცემათა კოლოფის სერვისი, სხვადასხვა სისტემის შეკეთება, დიზელის სერვისი, კომპიუტერული დიაგნოსტიკა, საბურავების მონტაჟი, ბალანსირება და 3D რაზვალის გასწორება, ზეთის შეცვლა, კონდიციონერის სერვისი (ფრეონის ჩატუმბვა) და სხვა.
კომერციული ტრანსპორტისთვის, განსაკუთრებით დიზელის ძრავებიანი მოდელებისთვის, DPF სისტემის მდგომარეობა, საწვავის სისტემა , EGR სისტემა , AdBlue სისტემა, ტურბო ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ერთი კომპონენტის გაუმართაობა, თუ პრობლემა დროულად არ გამოვლინდა, დომინოს პრინციპით მოქმედებს დანარჩენებზეც. ამიტომ კომპიუტერული დიაგნოსტირება, პრევენციული თვალსაზრისით, სანამ ხარვეზი ნათლად ჩანს, გაცილებით ნაკლებ დანახარჯს მოითხოვს, ვიდრე განვითარებული პრობლემის შემდგომი გამოსწორება.
გარდა სტაციონარული სერვისისა, K-Motors მომხმარებელს ადგილზე დახმარებასაც სთავაზობს – მობილური სერვისის მეშვეობით. აქ მსუბუქი, მიკროავტობუსის, სატვირთო ავტომობილების საბურავების ფართო არჩევანი დაგხვდებათ, ზამთრის (ფიფქიანი მარკირებით) და ზაფხულის სეზონისთვის.
ზეთის სიბლანტის კლასის 0w16 , 0W20 , 5W20 , 5W30 , 5W40 , 10W40 , 15W40 სწორი შერჩევა კი ძრავის ტიპსა და სამუშაო რეჟიმს უნდა ეფუძნებოდეს, არასწორი ზეთი ცვეთის ტემპს ზრდის, საწვავის ხარჯვას აფერხებს და გრძელვადიან პერსპექტივაში ძრავი სერიოზულ პრობლემებამდე მიდის. K-Motors-ში შეგხვდებათ უმაღლესი ხარისხის გერმანული ზეთები, ამერიკული, ევროპული და აზიური ავტომობილებისათვის სპეციალური დაშვებებით. ასევე მძიმე დატვირთვის EURO 5 და EURO 6 დიზელის ძრავებისთვის.
K-Motors-ის ფილიალში მისული მძღოლს სპეციალისტი კონკრეტული ძრავისა და სამუშაო პირობების გათვალისწინებით აძლევს რეკომენდაციას.
კომპანია ბრენდებს შორის გამოყოფს German Adler-ის ძრავის ზეთებს, რომლებიც სხვადასხვა სიბლანტის კლასით - ხელმისაწვდომია. Starter EX აკუმულატორები კორეული Solite-ის ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული. ეს მწარმოებელი Hyundai-სა და KIA-ს ოფიციალურ პროდუქციასაც აწარმოებს.
K-Motors უმეტესად კომერციულ და სატვირთო ტრანსპორტზე სპეციალიზებული კომპანიაა. ეს ნიშნავს, რომ ასორტიმენტი, სერვისი და კონსულტაცია ამ სეგმენტის სპეციფიკაზე არის ორიენტირებული, თუმცა, ამასთან, ყველა ტიპის ავტომობილის მომსახურებასაც ითვალისწინებს.