საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 22 ივლისისთვის 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6301 ლარით განისაზღვრა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად დოლარი წინა მაჩვენებელთან შედარებით 0.0014 ლარით გაუფასურდა. მოქმედი კურსი 2.6315 ლარს შეადგენდა.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.45 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0044 ლარი გახდა.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 1.56 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.5293 ლარი გახდა.
თურქული ლირას კურსმა 5.57 თეთრი შეადგინა.