ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6431 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6444 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0013 ლარი შეადგინა.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.18 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0123 ლარი გახდა.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.33 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.5029 ლარი გახდა.
ერთი ლირას კურსმა 5.66 თეთრი შეადგინა.