31 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7127 ლარია, რაც 0.12 თეთრით გაუმჯობესებას ნიშნავს.
ეროვნული ვალუტა გამყარებულია ევროსთანაც — 1.28 თეთრით. ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1386 ლარს შეადგენს.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით ლარი 1.43 თეთრით გამყარდა და ერთი ფუნტის ღირებულება 3.5623 ლარად განისაზღვრა.
თურქული ლირის ოფიციალური კურსი კი 6.45 თეთრია.
შეგახსენებთ, რომ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი, როგორც წესი, 17:00 ქვეყნდება, თუმცა დღეს შესაბამისი შეტყობინება 18:19 საათზე მივიღეთ; მსგავსი შემთხვევა ბოლო პერიოდში უკვე მეორედ მოხდა.
სებ-ში განმარტავენ, რომ შეფერხება მათ ვებგვერდზე არსებულმა ხარვეზმა გამოიწვია.
 
                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                