„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძის ინფორმაციით, კიბერთაღლითებმა მომხმარებლების ანგარიშებს შეუტიეს. მისი ინფორმაციით, ახალი სქემის მიხედვით, მომხმარებელს მობილურზე მისდის შეტყობინება, რომ მან გათამაშებაში მოიგო რაღაც ქულები, რის გასანაღდებლადაც საჭიროა ბმულზე გადასვლა. ბმულზე გადასვლის შემდეგ კი, შესაძლებელია, როგორც მომხმარებლის პირადი საბანკო ინფორმაციის მოპოვება, ასევე მისი ანგარიშიდან თანხის მოპარვა.
გიორგი კეპულაძე საზოგადოებას აფრთხილებს, რომ არ ენდონ გათამაშების ან მოგებული ქულების შესახებ sms-ით, WhatsApp-ით ან Viber-ით მიღებულ ბმულებს და არ შეიყვანონ საკუთარი საბანკო ინფორმაცია მსგავს ბმულებზე.
„მომხმარებელს მობილურზე მისდის შეტყობინება, რომ მან გათამაშებაში მოიგო რაღაც ქულები, რის გასანაღდებლადაც საჭიროა ბმულზე გადასვლა. ბმულზე გადასვლის შემდეგ კი, შესაძლებელია, როგორც მომხმარებლის პირადი საბანკო ინფორმაციის მოპოვება, ასევე მისი ანგარიშიდან თანხის მოპარვა. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, თუ რა უნდა ვიცოდეთ, რომ არ დავზარალდეთ:
არ ენდო გათამაშების ან მოგებული ქულების შესახებ sms-ით, WhatsApp-ით ან Viber-ით მიღებულ ბმულს.
არ გადახვიდე და არ შეიყვანო შენი საბანკო ინფორმაცია მსგავს ბმულებზე.
დარწმუნდი, რომ სწორად არის მითითებული გამომგზავნი კომპანიის დასახელება და ვებგვერდის მისამართი.
ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, დარეკე კომპანიის ცხელ ხაზზე ან მისწერე შეტყობინება“, - წერს გიორგი კეპულაძე სოციალურ ქსელში.