სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.74 პროცენტული პუნქტით აისახა.

თევზეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.2 პროცენტით გაძვირდა, პური და პურპროდუქტები – 8.1 პროცენტით, ზეთი და ცხიმი – 7.6 პროცენტით. ყავა, ჩაი და კაკაო 6.4 პროცენტითაა გაძვირებული, რძე, ყველი და კვერცხი – 4.2 პროცენტით. ხილსა და ყურძენზე ფასებმა 2.5 პროცენტით მოიმატა. შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 1.7 პროცენტით გაძვირდა, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 1.5 პროცენტით. ამასთან, ფასების -5.7 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე.

ამასთან, ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.66 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (20.1 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (10.8 პროცენტი);

„საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 8.3 პროცენტით, რაც 0.8 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.4 პროცენტი), ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (8.2 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (8.0 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.7 პროცენტით, რაც ჯამურ ინფლაციაზე 0.4 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (7.7 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (2.7 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.