საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა მდგრადი დაფინანსების მიმართულებით 2026 წლის საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტები გამოავლინა 56 ქვეყნისა და ტერიტორიული ერთეულის მასშტაბით.
გამოცემამ საქართველოს ბანკი 2026 წლის საუკეთესოდ ბანკად დაასახელა საქართველოში მდგრადიდაფინანსების მიმართულებით.
როგორც Global Finance-ის რედაქცია აღნიშნავს, ჯილდოს მიზანი ისეთი გლობალური, რეგიონული და ადგილობრივი ფინანსური ლიდერების გამოვლენა და აღიარებაა, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მდგრადი მომავლის შექმნის პროცესში.
ინფორმაციისთვის, მდგრადი დაფინანსება მიმართულია განახლებადი ენერგიის, ენერგოეფექტური მშენებლობების, ჯანდაცვის, განათლების და სხვა, დადებითი გარემოსდაცვითი და სოციალური გავლენის სექტორებისკენ/საქმიანობებისკენ.
„მდგრადი დაფინანსების მნიშვნელობა მსოფლიოს წამყვან ბაზრებზე სულ უფრო და უფროიზრდება, რასაც ხელს უწყობს მდგრადი დაფინანსების მოცულობის ზრდა. შესაბამისად, Global Finance-ის მდგრადი დაფინანსების ჯილდო იმ ფინანსური ინსტიტუტების აღიარებასა დაგამოვლენას ემსახურება, რომლებიც ქმნიან სხვადასხვა კრეატიულ, ინოვაციურ გადაწყვეტებს დასექტორში მწვანე დაფინანსების მიმართულებით ლიდერის პოზიციებს იკავებენ“, - აღნიშნავსჯოზეფ ჯიარაპუტომ, Global Finance-ის დამფუძნებელი და სარედაქციო დირექტორი.
"Global Finance-ის მიერ საქართველოს ბანკისთვის მონიჭებული ჯილდო - “2026 წლის საუკეთესობანკი საქართველოში მდგრადი დაფინანსების მიმართულებით” - ჩვენი გრძელვადიანისტრატეგიისა და სისტემური მუშაობის მნიშვნელოვანი აღიარებაა. ჩვენთვის მდგრადობა არ არისცალკეული ინიციატივა - ის ინტეგრირებულია ჩვენს ბიზნეს მოდელში, რისკების მართვაში დაპროდუქტების განვითარებაში. ვმუშაობთ მწვანე და კლიმატზე ორიენტირებული დაფინანსებისგაფართოებაზე, ESG შეფასებების გაძლიერებაზე და ისეთი ფინანსური გადაწყვეტილებებისშექმნაზე, რომლებიც ერთდროულად ქმნის ეკონომიკურ ღირებულებას და პოზიტიურგარემოსდაცვით და სოციალურ გავლენას. ჩვენი წარმატება და Global Finance-ის მიერ მონიჭებულიაღიარება საქართველოს ბანკის 9000-ზე მეტი თანამშრომლის ძალისხმევის შედეგია. ეს ჯილდოგვაძლევს დამატებით მოტივაციას, გავაგრძელოთ ლიდერობა საქართველოს ფინანსურსექტორში მდგრადი განვითარების მიმართულებით”, - აღნიშნავს ანა ოსაძე, საქართველოს ბანკისESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, მდგრადი დაფინანსების ჯილდოს ფარგლებში გამარჯვებულების შერჩევა დამოუკიდებელი მკვლევრებისა და სარედაქციო ჯგუფის მიერ ორგანიზაციების მხრიდან წარმოდგენილ მონაცემებზე დაყრდნობით განხორციელდა. შეფასების კრიტერიუმები მოიცავდა როგორც მმართველობით პოლიტიკასა და მიზნებს, ასევე მიღწევებს გარემოსდაცვითი და სოციალური მდგრადი დაფინანსების მიმართულებით.
Global Finance-ის აღნიშნული ჯილდო მოიპოვეს ისეთმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა, როგორებიც არის: Ameriabank (სომხეთი), Deutsche Bank (გერმანია), Societe Generale (საფრანგეთი), HSBC (დიდი ბრიტანეთი) და სხვა.