შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ თანამდებობები დატოვეს.
აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებებში განუცხადეს.
როგორც შემოსავლების სამსახურში აღნიშნავენ, მაღლაკელიძე პოსტიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა, ახალი უფროსი კი ორშაბათს 14 სექტემბერს დასახელდება.
რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალ ხელმძღვანელს, როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მისი წარდგენა, ასევე ორშაბათს იგეგმება.