საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სესხის გამცემი სუბიექტი, შპს „ფინბიურო“ დააჯარიმა. მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, კომპანიას 1 000 ლარის გადახდა დაეკისრა.
სანქცირების საფუძველი მომხმარებელთა უფლებების დაცვის მოთხოვნების დარღვევა გახდა. საქმე ეხება „ფინანსური ორგანიზაციების მიერ კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც სესხის გამცემმა სუბიექტმა დაარღვია კრედიტის ამოღების ეთიკის ნორმები. აღნიშნული კოდექსი არეგულირებს, თუ როგორ უნდა დაამყაროს კომუნიკაცია ფინანსურმა ორგანიზაციამ მსესხებელთან და კრძალავს ისეთ ქმედებებს, რომლებიც მომხმარებლის შევიწროებას ან მასზე არამართლზომიერ ფსიქოლოგიურ ზეწოლას გულისხმობს.