Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, 8-9 აპრილის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის აქტივები ორ დღეში ჯამში $475 მლნ-ით შემცირდა ( 8 აპრილს - $350 მლნ, 9 აპრილს - $125 მლნ).

ამ დროისთვის ბიძინა ივანიშვილის კაპიტალს Bloomberg-ი $6.70 მილიარდად აფასებს, რითაც მსოფლიოს მილიარდერს შორის 420-ე ადგილზეა გადაინაცვლა.

ცნობისთვის, Forbes-ის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი ამ დროისთვის მხოლოდ $2.7 მილიარდს ფლობს, რაც მისი ქონების რეკორდულად შემცირებული მაჩვენებელია.