"თიბისი კაპიტალის" კვლევის მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მზის სადგურის ერთი მეგავატი დადგმული სიმძლავრის ღირებულება დამატებით საგრძნობლად არის შემცირებული.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, საქართველოს მაგალითზე ღირებულება $445 000-ს შეადგენს.

ხარჯის უდიდესი ნაწილი მზის პანელებსა და ინსტალაციაზე მოდის, რომელსაც ქსელზე მიერთება და სამონტაჟო კონსტრუქციები მოჰყვება.

კვლევის მიხედვით, ბოლო 25 წლის განმავლობაში გლობალური გენერაციის დადგმული სიმძლავრე არაგანახლებადი წყაროებით გაორმაგდა, ხოლო განახლებადი წყაროების დადგმული სიმძლავრე ხუთჯერ არის გაზრდილი. გლობალური განახლებადი ენერგიის დადგმული სიმძლავრის დეკომპოზიციამ მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მზის ენერგიის მნიშვნელოვნად გაზრდილი სიმძლავრეები მეტწილად ტექნოლოგიის ფასის საგრძნობი შემცირებით აიხსნება.