ალუმინი და მარცვლეული 7 მაისს სომხეთში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიის და საქართველოს გავლით ტრანზიტით გაიგზავნება. აზერბაიჯანული მედიის თანახმად, სომხეთში ალუმინის ორი ვაგონი და მარცვლეულის ცხრა ვაგონი გაიგზავნება.
აზერბაიჯანული მედია ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთიდან სომხეთში ტვირთის კიდევ ერთი პარტია აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით შევიდა.
დღეს ბილაჯარის სადგურიდან ბოიუკ კესიკის მიმართულებით გაიგზავნა 271 ტონა სასუქით დატვირთული ოთხი ვაგონი და 275 ტონა მარცვლეული.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის რუსეთიდან სომხეთში აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით 25 000 ტონაზე მეტი მარცვლეული, 3 000 ტონაზე მეტი სასუქი და 68 ტონა წიწიბურა გადაიტანეს.
შეგახსენებთ, რომ, ტრანზიტთან ერთად, აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების ექსპორტი გრძელდება.
დღეისთვის აზერბაიჯანიდან სომხეთში ექსპორტირებულია 8 500 ტონაზე მეტი დიზელის საწვავი, 979 ტონა AI-92 ბენზინი და 2 955 ტონა AI-95 ბენზინი.