ბოლო ხანს კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი უკვე თით­ქმის ყვე­ლას­თვის თვალ­ხი­ლუ­ლად ჩანს - თუნ­დაც წლე­ვან­დე­ლი გა­ზა­ფხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ანო­მა­ლუ­რი ნა­ლე­ქი­ა­ნო­ბით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი. ჩვენ­ში ბევ­რი წუხს "და­კარ­გუ­ლი გა­ზა­ფხუ­ლის" გამო და ამის მი­ზე­ზებ­საც ეძებს, ბოლო ხანს ხში­რად გა­ი­გო­ნებთ ვა­რუდს, რომ ამ ცვლი­ლე­ბებ­ში ევ­რო­პა­სა თუ აზი­ა­ში, ჩვენს სი­ახ­ლო­ვეს მიმ­დი­ნა­რე ომებ­საც აქვთ თა­ვი­სი წილი.

ზო­გა­დად კი, გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბა აღარ არის მხო­ლოდ შო­რე­უ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო პროგ­ნო­ზი - ეს არის რე­ა­ლო­ბა, რო­მე­ლიც ჩვენს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში, ეკო­სის­ტე­მებ­სა და რე­გი­ო­ნულ კა­ტას­ტრო­ფებ­ში აი­სა­ხე­ბა. რა­ტომ მი­იჩ­ნე­ვა 1.5 გრა­დუ­სი­ა­ნი მა­ტე­ბა კრი­ტი­კულ ზღვრად და რა­ტომ ვერ ას­წრებს ცო­ცხა­ლი სამ­ყა­რო ახალ ტემ­პე­რა­ტუ­რულ რე­ჟიმ­თან ადაპ­ტა­ცი­ას?

ინ­ტერ­ვი­უ­ში ეკო-ბლო­გერ ნინა ბარ­ჯა­ძეს­თან გან­ვი­ხი­ლავთ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის გა­მომ­წვევ მთა­ვარ მი­ზე­ზებს - წი­ა­ღი­სე­უ­ლი საწ­ვა­ვი­დან და­წყე­ბუ­ლი, სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტე­ბის და­მან­გრე­ვე­ლი ეკო­ლო­გი­უ­რი შე­დე­გე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი

- ქალ­ბა­ტო­ნო ნინა, ბოლო წლებ­ში სე­ზო­ნუ­რი ზღვა­რი თით­ქმის წა­ი­შა­ლა - ზამ­თა­რი ზამ­თარს აღარ ჰგავს, ზა­ფხუ­ლი კი ანო­მა­ლი­უ­რი სი­ცხე­ე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი ხედ­ვით, რა არის ამ "კლი­მა­ტუ­რი ქა­ო­სის" მთა­ვა­რი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი?

- დე­და­მი­წის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რის ზრდამ ბოლო ათწლე­უ­ლებ­ში შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო. სხვა­დას­ხვა მე­თო­დე­ბით მეც­ნი­ე­რებს აქვთ მო­ნა­ცე­მე­ბი ბოლო 1000 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რა ტენ­დენ­ცი­ით იც­ვლე­ბო­და ტემ­პე­რა­ტუ­რა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ყვე­ლა­ზე სწრა­ფი ტემ­პით დე­და­მი­წის დათ­ბო­ბა და­ი­წყო 1970-იანი წლე­ბი­დან და დღემ­დე გრძელ­დე­ბა.

მინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო, რომ დე­და­მი­წის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა, არ ნიშ­ნავს, რომ პლა­ნე­ტის ყვე­ლა წერ­ტილ­ში აუ­ცი­ლებ­ლად და­ცხე­ბა.ლა­პა­რა­კია იმა­ზე, რომ ამინ­დის ჩვენ­თვის ნაც­ნო­ბი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა ირე­ვა, ანუ იქ სა­დაც ცხე­ლო­და, შე­იძ­ლე­ბა აცივ­დეს ან პი­რი­ქით. არ­სე­ბობს პლა­ნე­ტა­ზე კლი­მა­ტის გან­მსა­ზღვრე­ლი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი. ესე­ნია: ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნის ძი­რი­თა­დი დი­ნე­ბა, გრენ­ლან­დი­ის ყი­ნუ­ლის სა­ფა­რი, ამა­ზო­ნის ტრო­პი­კუ­ლი ტყე და ან­ტარ­ქტი­კის ყი­ნუ­ლის სა­ფა­რი. სწო­რედ მათი მორღვე­ვა მი­იჩ­ნე­ვა შე­უქ­ცე­ვა­დი პრო­ცე­სე­ბის სა­წყის წერ­ტი­ლად. დღე­ვან­დე­ლი 1.5 გრა­დუ­სი­ა­ნი ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა ამ წერ­ტი­ლე­ბის­თვის არის ძა­ლი­ან სა­ში­ში. შე­იძ­ლე­ბა ჩვენ კონ­კრე­ტულ ქა­ლაქ­სა თუ სო­ფელ­ში ვერ ვხე­დავ­დეთ გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის შე­დეგს მკა­ფი­ოდ, მაგ­რამ ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ ად­გი­ლებ­ში ეს დრა­მა­ტუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ძა­ლი­ან თვალ­სა­ჩი­ნოა.

- მო­სახ­ლე­ო­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ვერ­სია, რომ ევ­რო­პა­სა და აზი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ტი­უ­რი ომე­ბი, მას­შტა­ბუ­რი აფეთ­ქე­ბე­ბი და ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა პირ­და­პირ აი­რეკ­ლა ამინ­დზე. რამ­დე­ნად აქვს ამ თე­ო­რი­ას მეც­ნი­ე­რუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი?

- მიმ­დი­ნა­რე ომებს ნამ­დვი­ლად აქვს გავ­ლე­ნა კლი­მატ­ზე. რო­გორც იცით, გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი CO₂ და სხვა გა­ზე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი გა­მო­ყო­ფაა. სა­ო­მარ პრო­ცე­სებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ტექ­ნი­კა ზრდის ამ ემი­სი­ე­ბის გა­მო­ყო­ფას და შე­აქვს თა­ვი­სი წვლი­ლი სათ­ბუ­რის აი­რე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა­ში. გარ­და ამი­სა, აფეთ­ქე­ბე­ბის შე­დე­გად გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრე­ბიც გა­მო­ყო­ფენ მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბებს. ვერ ვი­ტყვით, რომ დღეს­დღე­ო­ბით ომე­ბი წამ­ყვა­ნი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის, თუმ­ცა თა­ვის საკ­მა­ოდ დიდ როლს ას­რუ­ლებს, რა თქმა უნდა.

კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა არ ნიშ­ნავს პირ­და­პირ ამინ­დის ცვლი­ლე­ბას. მე­ტე­ო­რო­ლო­გია ბევ­რად უფრო მეტ კომ­პო­ნენტს აერ­თი­ა­ნებს და აჯა­მებს ამინ­დის პროგ­ნო­ზი­რე­ბის­თვის.

თუმ­ცა ეს ომე­ბი ძა­ლი­ან დიდ საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს დე­და­მი­წის­თვის, და არა მარ­ტო კლი­მა­ტის­თვის. აქ სა­უ­ბა­რია რე­სურ­სე­ბის გა­და­მე­ტე­ბულ ხარ­ჯვა­ზე. სხვა­დას­ხვა სა­ო­მა­რი ტექ­ნი­კის და­სამ­ზა­დებ­ლად იყე­ნე­ბენ ძვირ­ფას მე­ტა­ლებს და წი­ა­ღი­სე­ულს. სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი­სას ბინ­ძურ­დე­ბა ჰა­ე­რი, წყა­ლი, ნი­ა­და­გი. ნად­გურ­დე­ბა კონ­კრე­ტულ ად­გი­ლას არ­სე­ბუ­ლი ეკო­სის­ტე­მე­ბი და ცხო­ველ­თა ჰა­ბი­ტა­ტე­ბი, იწ­ვის ტყე­ე­ბი და მინ­დვ­რე­ბი.ამ ყვე­ლაფ­რის აღ­დგე­ნას სჭირ­დე­ბა ათწლე­უ­ლე­ბი ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.

- ომე­ბის დროს გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ათა­სო­ბით ჰექ­ტა­რი ტყე და მწვა­ნე სა­ფა­რი რამ­დე­ნად აჩ­ქა­რებს რე­გი­ო­ნულ დო­ნე­ზე კლი­მა­ტის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას?

- რე­გი­ო­ნულ დო­ნე­ზე მარ­თლაც ძა­ლი­ან დიდი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს მწვა­ნე სა­ფა­რის კარ­გვას. რო­გორც იცით ტყე­ე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ კონ­კრე­ტუ­ლი რე­გი­ო­ნის გაგ­რი­ლე­ბას, ჟანგბა­დით მო­მა­რა­გე­ბას და ტე­ნი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. ასე­ვე ტყის მა­სის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით კარ­გვა ხში­რად იწ­ვევს ქა­რი­ა­ნო­ბის მა­ტე­ბას, ნა­ლე­ქის მოს­ვლის დარ­ღვე­ვას და შე­სა­ბა­მი­სად, ნი­ა­და­გის სტრუქ­ტუ­რის ცვლი­ლე­ბას. იშ­ლე­ბა ტყის ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, რაც მთლი­ან ეკო­სის­ტე­მას არ­ღვევს, მისი აღ­დგე­ნა კი, რო­გორც გი­თხა­რით, ძა­ლი­ან დიდ დროს მო­ი­თხოვს.

- გარ­და სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი­სა, კი­დევ რო­მე­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი უწყობს ხელს იმას, რომ წე­ლი­წა­დის დრო­ე­ბი "ძვე­ლე­ბუ­რად აღარ მუ­შა­ობს"?

- კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თად მი­ზეზს გა­მოვ­ყოფ­დი:

  • წი­ა­ღი­სე­უ­ლი საწ­ვა­ვის წვა - ნახ­ში­რორ­ჟან­გის გა­და­მე­ტე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით გაფ­რქვე­ვა.
  • ტყის მა­სე­ბის შემ­ცი­რე­ბა - ამ გა­მო­ყო­ფი­ლი ნახ­ში­რორ­ჟან­გის ჟანგბა­დად გარ­დაქ­მნა ვე­ღარ ხდე­ბა და ეს აირი რჩე­ბა ატ­მოს­ფე­რო­ში, რაც ზრდის სათ­ბუ­რის ეფექტს.
  • სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა და მე­სა­ქონ­ლე­ო­ბა - მსხვილ­ფე­ხა პი­რუ­ტყვი გა­მო­ყოფს მე­თან, ხოლო სა­სუ­ქე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ზრდის აზო­ტის ქვეჟან­გის ემი­სი­ას.
  • ნა­გავ­საყ­რე­ლე­ბი და ნარ­ჩე­ნე­ბის არას­წო­რი მარ­თვა - აქაც ხდე­ბა სათ­ბუ­რის აი­რე­ბის ჭარ­ბი გა­მო­ყო­ფა და ზო­გა­დად ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა გა­რე­მო­ზე.

ვრცლად: www.ambebi.ge