გერმანული ავტომწარმოებლის, BMW AG-ის წმინდა მოგება პირველ კვარტალში 23.1%-ით შემცირდა და 1.67 მილიარდ ევრო შეადგინა გასული წლის ანალოგიური პერიოდის 2.17 მილიარდ ევროსთან შედარებით, ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებაში.
პროცენტების და გადასახადების გადახდამდე მოგება (EBIT) დაახლოებით 1.6-ჯერ შემცირდა და 2 მილიარდ ევროს გაუტოლდა.
შემოსავალი 8.1%-ით, 31.01 მილიარდ ევრომდე შემცირდა.