[„ბაზისბანკის“ მიერ „ლიბერთი ბანკის„] შესყიდვის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, „ლიბერთი ბანკმა“ წინა აქციონერებს დიდი დივიდენდები (128 მილიონი ლარი) გადაუხადა, - ამის შესახებ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიერ გამოქვეყნებული გაერთიანებული ბანკის ფინანსური მიმოხილვიდან ხდება ცნობილი.

ინფორმაციის მიხედვით, გარიგება მოიცავდა „ლიბერთი ბანკის“ წინა მესაკუთრის - ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის „ჰანიველ პარტნერსის“ მიერ ბანკის 2025 წლის მოგების დივიდენდის სახით მიღებას.

სარეიტინგო კომპანია განმარტავს, რომ დივიდენდის გაცემის გამო, „ლიბერთი ბანკის“ პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 2025 წელს არსებული 14.2%-დან 2026 წლის ბოლოსთვის დაახლოებით 10%-მდე შემცირდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა „ლიბერთის“ დროებითი პერიოდი მისცა, რათა კაპიტალის მოცულობა შეავსოს.