ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში ინფლაცია მარტში მკვეთრად დაჩქარდა ენერგომატარებლების ფასების ზრდის გამო.

ორგანიზაციის ქვეყნებში სამომხმარებლო ფასები გასული თვის განმავლობაში წინა წელთან შედარებით 4%-ით გაიზარდა, წინა თვეში კი 3.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

მარტში ფასების ზრდის გაძლიერება დაფიქსირდა მონაცემების მიმწოდებელი 37 ქვეყნიდან 33-ში, ორ ქვეყანაში ინფლაცია დაახლოებით თებერვლის დონეზე დარჩა, ხოლო სლოვენიასა და თურქეთში ფასების ზრდა შენელდა.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ქვეყნებში ენერგომატარებლების ფასები მარტში 8.1%-ით გაიზარდა, თებერვალში 0.5%-იანი ვარდნის შემდეგ.

ვრცლად interfax – ზე