ნიდერლანდებში განიხილავენ დროებით ფასდაკლებულ სამგზავრო ბარათს, Nederlandticket-ს. თუ გეგმა დამტკიცდება, მგზავრებს ამ ზაფხულს ავტობუსებით, ტრამვაით, მეტროთი და მატარებლით სარგებლობა დაახლოებით 60%-ით ნაკლები ტარიფით შეეძლებათ – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
სამგზავრო ბარათის გამოშვებას ზაფხულის სამი თვის განმავლობაში გეგმავენ. ის განკუთვნილია პირადი საქმიანი ვიზიტებისთვის, ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობისთვის და მათთვის, ვინც მზადაა მანქანიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადავიდეს. პიკის საათებში საშვი არ იქნება ძალაში, ამიტომ სამსახურში მისასვლელად ის არ არის შესაფერისი.