საქართველო რუსული შოკოლადის იმპორტიორი ქვეყნების ათეულშია. ამის შესახებ ინფორმაციას РИА Новости ავრცელებს და წერს, რომ ღია მონაცემებსა და გაერო-ს Comtrade პლატფორმაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით რუსული შოკოლადის იმპორტიორი ქვეყნების სია შეადგინა.ავრცელებს.
რუსული გამოცემის მიხედვით, რუსეთიდან შოკოლადის მთავარი იმპორტიორი ქვეყნების სიაში საქართველო მე-7 ადგილას მოხვდა.
რუსეთიდან ყველაზე მეტი შოკოლადის ნაწარმი შეისყიდეს:
- ყაზახეთი - $192 მლნ;
- ბელარუსი - $123 მლნ;
- უზბეკეთი - $68 მლნ;
- აზერბაიჯანი - $48 მლნ;
- სომხეთი - $28.5 მლნ;
- ყირგიზეთი - $26.1 მლნ;
- საქართველო - $19.5 მლნ;
- ჩინეთი - $14.4 მლნ;
- მოლდოვა - $7.7 მლნ;
- სერბეთი - $6.8 მლნ;