ქუთაისში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ელექტრონულ აუქციონზე გაიტანეს. საპრივატიზაციოდ გუგუნავას ქუჩა N1-ში მდებარე 8 233 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობაა წარმოდგენილი.
ქონების საწყისი საპრივატიზაციო ფასი 3.38 მლნ ლარია, ხოლო აუქციონის ბიჯი 5 000 ლარით არის განსაზღვრული. აუქციონი 17 სექტემბერს დაიწყო და 1 ოქტომბერს დასრულდება.
აუქციონის პირობებში აღნიშნულია, რომ ქონება საწარმოო ზონაში მდებარეობს.
ამასთან, შენობა-ნაგებობის გარკვეული ფართობები უკვე იჯარით არის გაცემული. კერძოდ, 1 156.09 კვ.მ ფართი 2024 წლის 8 აპრილს ხუთწლიანი იჯარით გაიცა, საიდანაც 600 კვ.მ სამი წლის ვადით ქვეიჯარით არის გაცემული.
გარდა ამისა, იმავე შენობიდან 864 კვ.მ ფართი იჯარით არის გაცემული 2027 წლის 16 ივნისამდე.