საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები პარასკევის ვაჭრობაში კლებას განაგრძობს.

ICE Futures Europe-ზე Brent-ის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი 11:25 საათისთვის 1.15 დოლარით, 1.1%-ით შემცირდა და ბარელზე 103.67 დოლარი შეადგინა. წინა სავაჭრო სესიის, 17 სექტემბრის, შედეგად Brent-ის ფასი 1.01 დოლარით, 0.95%-ით იყო შემცირებული და ბარელზე 104.82 დოლარს შეადგენდა.

ამასთან, New York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) WTI-ის ოქტომბრის ფიუჩერსების ფასი 11:25 საათისთვის 0.89 დოლარით, 0.87%-ით დაეცა და ბარელზე 101.02 დოლარი შეადგინა.

წინა ვაჭრობის შედეგებით, WTI-ის ფასი 0.52 დოლარით, 0.51%-ით შემცირდა და ბარელზე 101.91 დოლარამდე ჩამოვიდა.