აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ კორპორაცია „Boeing“ მნიშვნელოვანი შეღავათი გაუკეთა და ემისიების ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით, დროებითი გამონაკლისი დაუშვა. ამ გადაწყვეტილებით, ავიამშენებელ გიგანტს უფლება ეძლევა, 2028 წლის შემდეგაც გაყიდოს პოპულარული 777F მოდელის კიდევ 35 სატვირთო თვითმფრინავი.
საქმე ის არის, რომ 2028 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის ნახშირბადის ემისიის ახალი, ბევრად მკაცრი საერთაშორისო სტანდარტები, რასაც 777F ვერ აკმაყოფილებს. შესაბამისად, მისი გაყიდვა სრულად უნდა აკრძალულიყო, თუმცა „ბოინგმა“ მარეგულირებელს თხოვნით ჯერ კიდევ 2025 წლის ბოლოს მიმართა.
კომპანიამ ეს ნაბიჯი იმით ახსნა, რომ ბაზარზე ამ ხომალდებზე კვლავ დიდი მოთხოვნაა, ხოლო მისი ჩამნაცვლებელი ახალი თაობის 777-8F მოდელის სერტიფიცირება შეფერხდა. ბოინგი ირწმუნებოდა, რომ წარმოების მოულოდნელ გაჩერებას ამერიკული ექსპორტისთვის შესაძლოა 15 მილიარდ დოლარზე მეტი ზარალი მიეყენებინა.
შედეგად, FAA-მ კომპანიას 2030 წლის ბოლომდე მისცა დრო, რათა ეს ლიმიტირებული 35 თვითმფრინავი დაასრულოს და მომხმარებლებს ჩააბაროს, იქამდე, ვიდრე ახალი მოდელი საბოლოოდ ჩაანაცვლებს.
ცნობისთვის, ახალი შეზღუდვები მხოლოდ 2028 წლის შემდეგ წარმოებულ ხომალდებს ეხება.