კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ორგანიზებით,
თბილისში მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების
საერთაშორისო ქსელის (ICPEN) საერთაშორისო კონფერენცია
დასრულდა.
15-17 სექტემბერს თბილისში, 55 ქვეყნიდან მომხმარებელთა დაცვის სფეროს 100-
მდე წარმომადგენელი შეიკრიბა. სააგენტოს ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა
განიხილეს მომხმარებელთა დაცვის თანამედროვე გამოწვევები, ციფრულ
ბაზრებზე არსებული რისკები, ხელოვნური ინტელექტისა და ახალი
ტექნოლოგიების გავლენა მომხმარებელთა უფლებებზე, უწყებათაშორის
თანამშრომლობა, ასევე აღსრულების ეფექტიანი მექანიზმები და საერთაშორისო
თანამშრომლობის გაძლიერების გზები.
„თბილისში გამართულმა კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ
ციფრულ ეპოქაში მომხმარებელთა ეფექტიანი დაცვა საერთაშორისო
თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას მოითხოვს. ბოლო სამი დღის
განმავლობაში ჩვენ არა მხოლოდ საერთო გამოწვევებზე ვიმსჯელეთ, არამედ
ერთმანეთს გავუზიარეთ პრაქტიკული ინსტრუმენტები და ინოვაციური
მიდგომები, რომლებიც მომხმარებელთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებას
ემსახურება.
საქართველოსთვის, როგორც ICPEN-ის პრეზიდენტი უწყებისთვის,
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ვიყოთ არა მხოლოდ
მასპინძლები, არამედ აქტიური მონაწილეები და პარტნიორები. მადლობას
ვუხდი ყველა დელეგატს, საერთაშორისო ორგანიზაციასა და პარტნიორ უწყებას
თბილისში ჩამოსვლისა და ამ მნიშვნელოვანი დიალოგის შექმნაში შეტანილი
წვლილისთვის. ჩვენი საერთო მიზანია – ციფრულ ეპოქაში მომხმარებელთა
დაცვის უფრო ეფექტიანი და ნდობაზე დაფუძნებული გარემოს შექმნა.“ –
განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ თავის გამოსვლაში.
„GCCA-მ, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, პორტუგალიის, ესპანეთის,
თურქეთის, სამხრეთ აფრიკისა და ლატვიის შესაბამის უწყებებთან
თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა. შეთანხმებები ითვალისწინებს
თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის
გაზიარებას, ინფორმაციის გაცვლასა და მომხმარებელთა საჭიროებებზე
კოორდინირებული რეაგირების შესაძლებლობების განვითარებას.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა ICPEN-ის მაღალი დონის შეხვედრები და
2026 წლის Consumer Protection Awards-ის დაჯილდოება, რომლის ფარგლებშიც,
მსოფლიო ბანკის ჯგუფმა და ICPEN-მა მომხმარებელთა დაცვის სფეროში
გამორჩეული, ინოვაციური და ეფექტიანი ინიციატივები გამოავლინეს და
დააჯილდოვეს.
საქართველო 2026–2027 წლებში ICPEN-ის პრეზიდენტი ქვეყანაა. თბილისში
გამართული კონფერენცია, რომლის მთავარი გზავნილია „ციფრულ ეპოქაში
ნდობის შენება“ – ერთ-ერთი მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას
წარმოადგენს მომხმარებელთა დაცვის სფეროში საერთაშორისო და რეგიონული
თანამშრომლობის გაძლიერების ხელშეწყობის მიმართულებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელიც კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ გაავრცელა.