საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის მესამე კვარტლის საპრივატიზებო გეგმა გადაჭარბებით შეასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

„აქტიური პრივატიზაციის შედეგად, სააგენტომ სახელმწიფო ბიუჯეტში, გეგმით გათვალისწინებული 40 მილიონი ლარის ნაცვლად, 70 126 367 ლარი გადარიცხა (გეგმის 175.3%).

საანგარიშგებო პერიოდში სააგენტომ 198 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა და 120 ერთეული უძრავი ქონება გაყიდა“, - წერია ინფორმაციაში.