საქართველოში პრემიუმ ხარისხის, დიზაინერულ ნაძვის ხეებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. შესაბამისად, მწარმოებლებმა საახალწლო დეკორაციების რეალიზაცია უკვე დაიწყეს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ქართულ ბრენდ Winter Time-ში განუცხადეს, ბოლო წლებში, ბაზარი გაჯერებულია როგორც უცხოეთიდან იმპორტირებული, ისე ქართული დიზაინით - მათ მიერ შექმნილი ნაძვის ხეებით.

„მოგეხსენებათ, ჩვენი ნაძვის ხეების დიზაინი იქმნება საქართველოში, ხოლო შემდგომ, მზადდება ევროპაში, კერძოდ - პოლონეთში, უმაღლესი სტანდარტების საწარმოში, უმაღლესი ხარისხის ნედლეულით. ყოველ წელს, ვცდილობთ, რომ ჩვენს მომხმარებელს აბსოლუტურად განსხვავებული ნაძვის ხეები შევთავაზოთ. ნაძვის თითოეული მოდელი ფორმით, ფერითა და სტრუქტურით ისეთია, რომ ანალოგს ვერსად ნახავთ. ყველა მოდელი, როგორც უკვე გითხარით, სრულად ევროპაში იწარმოება, ხელით შესრულებული დეტალიზაციით, რაც ნაძვს რეალურ ტექსტურასა და პრემიუმ იერს სძენს“, - განაცხადეს Winter Time-ის დამფუძნებლებმა, შალვა ბაბილუამ და ნინო შენგელიამ.

bp.ge