მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას მძიმე ტრავმას გამოეხმაურა და ქართველ ფეხბურთელს სოციალურ ქსელში გამამხნევებელი კომენტარი დაუტოვა.
„ფეხბურთში ყველაზე რთული ბრძოლები ხშირად ის ბრძოლებია, რომლებსაც ვერავინ ხედავს. ეს გრძნობა კარგად ვიცი, კვარა. მაგრამ არასდროს დაივიწყო, რამ მოგიყვანა აქამდე და არ მისცე რთულ მომენტს უფლება, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეგაპაროს. შეინარჩუნე ეს ცეცხლი. შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის“, – დაწერა რონალდომ.
ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მესამე ტურში, „ბარსელონასთან“ შეხვედრისას მიიღო. „პარი სენ-ჟერმენმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქართველ ფეხბურთელს მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაუწყდა და უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება.
მძიმე ტრავმის გამო კვარაცხელია რამდენიმე თვით იუქმებს. მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტი ვადა ჯერჯერობით უცნობია.