Reuters-ის ინფორმაციით, აფხაზეთს ენერგოდეფიციტის გამო ჰუმანიტარული კატასტროფა ემუქრება. გამოცემა ამას რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის თვითგამოცხადებული პრეზიდენტის, ბადრა გუნბას განცხცადებაზე დაყრდნობით წერს.
როგორც თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა თქვა, მან კვლავ სთხოვა რუსეთს, ელექტროენერგიის მიწოდება, თუმცა მოსკოვმა თხოვნა უპასუხოდ დატოვა.
"აფხაზეთი შეიძლება ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს. ჩვენ აღმოვჩნდებით სრულ სიბნელეში, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით", - განაცხადა გუნბამ.
დეკემბრის დასაწყისში, სეპარატისტების მიერ კონტროლირებადმა ენერგეტიკულმა კომპანიამ, "ჩერნომორენერგომ" განაცხადა, რომ რეგიონს დღეში სამ საათზე ნაკლები დროით მიაწოდებს დენს, თუმცა. გუნბას შეფასებით კი, ეს არის სასიკვდილო განაჩენი ჯანდაცვისა და განათლების სისტემისთვის.
”დღეში 9-11 საათის განმავლობაში გამორთვა არის სასიკვდილო განაჩენი ჯანდაცვისა და განათლების სისტემებისთვის”, - განაცხადა გუნბამ.
ოკუპირებულ აფხაზეთში ენერგოკრიზისი, რომელიც დამახასიათებელია ამ ზონისთვის ზამთრის თვეებში, დეკემბრის დასაწყისში დაიწყო, მაშინ როდესაც ენგურჰესის წყლის დაბალი დონით მისი გათიშვა გამოიწვია.