"დღეს Orwellმა გადმოგვხედა და გაოცდა, მანაც ვერ მოიფიქრა სცენის დაპატიმრება", - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ცნობისთვის, დღეს 21:00 საათზე პრეზიდენტი რუსთაველზე, პარლამენტის წინ პროევროპული აქციის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლას გეგმავს, რისთვისაც მზადდებოდა სცენა. მაგრამ გავრცელებული ცნობებით, სცენა გაიტაცეს.

"სატვირთო მანქანა გაიტაცეს რუსთაველზე ასაწყობი სცენით და დინამიკებით. წარმოუდგენელი ისტერიკა აქვთ ქოცებს. დღეს ბევრნი უნდა ვიყოთ". - წერს სოციალურ ქსელში ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე.