2025 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, საქართველოდან ნაყინის ექსპორტის მცირე მოცულობების მიუხედავად, გაყიდვებით მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 6 თვეში საქართველომ ექსპორტზე 68 ტონა ნაყინი გაიტანა, რაც ქვეყანას $767 ათასის შემოსავალი მოუტანა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის ხუთჯერ (ზრდა 392%) მეტია – 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ექსპორტირებული იყო მხოლოდ 16 ტონა ნაყინი, რომლის ღირებულებამ $156 ათასი შეადგინა.

საქართველომ წელს ნაყინი ორ ქვეყანაში - აზერბაიჯანსა და სომხეთში გაყიდა. აზერბაიჯანში $516 ათასის ღირებულების 47 ტონა ნაყინი, სომხეთში კი $251 ათასის 20 ტონა ნაყინი გაიყიდა.

რაც შეეხება იმპორტს, ნაყინის შესყიდვები ექსპორტს მნიშვნელოვნად აღემატება და ზრდა აქაც შეინიშნება. იანვარ-ივნისში საქართველომ 4.6 მლნ დოლარის ღირებულების 849 ტონა ნაყინი შეიძინა. მაშინ როდესაც, გასულ წელს ანალოგიურ პერიოდში ქვეყანას $3.8 მლნ-ის 691 ტონა ნაყინი ჰქონდა შეძენილი. ანუ ნაყინის იმპორტი 19.2%-ით გაიზარდა.

ქვეყნისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი წელს თურქეთია, რომელიც მთლიან ნაყინის ექსპორტში 33%-ს შეადგენს. წელს ქვეყანამ ამ ბაზრიდან შეძენილ 209 ტონა ნაყინში, $1.5 მლნ გადაიხადა.

ნაყინის მთავარი საექსპორტო ბაზრები საქართველოსთვის (2025/6 თვე):

  • თურქეთი - $1.5 მლნ, 209 ტონა; (33%)
  • უკრაინა - $908 ათასი, 213 ტონა;
  • რუსეთი - $585 ათასი, 77 ტონა;
  • სომხეთი - $415 ათასი, 107 ტონა;
  • საფრანგეთი - $379 ათასი, 63 ტონა;

წყარო: bm.ge