ნავთობის ბაზრები მიწოდების უზრუნველსაყოფად რამდენიმე ვიწრო საზღვაო გასასვლელს ეყრდნობა. გლობალური ენერგეტიკული სისტემის ეს კრიტიკული არტერიები, დღეში ათობით მილიონ ბარელ ნავთობს ატარებს.

Visual Capitalist-ი ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის (EIA) 2025 წლის პირველი ნახევრის მონაცემების მიხედვით, აქვეყნებს იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტების სიას, რომელიც მსოფლიოში ნავთობის მიწოდებას უზრუნველყოს.

კვლევის მიხედვით, ჯამში დღის განმავლობაში გლობალურად დაახლოებით 73 მილიონი ბარელი ნავთობი გადაადგილდება ძირითადი საზღვაო მარშრუტებით, რაც მსოფლიოში საზღვაო გზით გადაზიდული ნავთობის უდიდეს ნაწილს წარმოადგენს.

მსოფლიოში მალაკას სრუტე ნავთობის გადაზიდვის ყველაზე დატვირთული წერტილია. 2025 წლის პირველ ნახევარში ამ ვიწრო არხით დღეში დაახლოებით 23.2 მილიონი ბარელი გადაადგილდებოდა, რაც გლობალურად ნავთობით საზღვაო ვაჭრობის 29.1%-ს შეადგენს.

უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ იმ კრიტიკული საზღვაო წერტილების ჩამონათვალს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი მოცულობის ნავთობს ატარებს:

  • მალაკას სრუტე - 23.2 მილიონი ბარელი; წილი - 29.1%;
  • ჰორმუზის სრუტე - 20.9 მილიონი ბარელი; წილი - 26.2%;
  • კეთილი იმედის კონცხი - 9.1 მილიონი ბარელი; წილი - 11.4%;
  • დანიის სრუტეები - 4.9 მილიონი ბარელი; წილი - 6.1%;
  • სუეცის არხი და SUMED-ის მილსადენი - 4.9 მილიონი ბარელი; წილი - 6.1%;
  • ბაბ ელ-მანდების სრუტე - 4.2 მილიონი ბარელი; წილი - 5.3%;
  • დარდანელის სრუტე - 3.7 მილიონი ბარელი; წილი - 4.6%;
  • პანამის არხი - 2.3 მილიონი ბარელი; წილი - 2.9%.

www.bpn.ge