აშშ-ს საზღვაო ინსტიტუტის (USNI) ინფორმაციით, აშშ ახლო აღმოსავლეთში მესამე ავიამზიდის, USS George H.W. Bush-ის გაგზავნას აპირებს, რომელმაც წვრთნები 5 მარტს დაასრულა.

USNI News-ის ცნობით, ავიამზიდმა, მისმა საესკორტო ხომალდებმა და საავიაციო ფრთამ დაასრულეს წვრთნები, რომელთა გავლაც ყველა ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს ევალება, სანამ მათთვის დავალებების მიცემა იქნება შესაძლებელი."

Fox News წერს, რომ რეგიონში ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფის გაგზავნა "მალე არის" მოსალოდნელი, რის შემდეგაც გემი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთისკენ გაცურავს, სადაც აშშ-მ მანამდე USS Gerald R. Ford გაგზავნა.

აშშ-ს არმიის მიერ გავრცელებული სურათების მიხედვით, USS Gerald R. Ford-მა ხუთშაბათს სუეცის არხი გაიარა და ახლა წითელ ზღვაში დაცურავს.

ხოლო ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ის მოიერიშე ჯგუფი კვლავ არაბეთის ზღვაში იმყოფება.

tabula.ge