აშშ-ის საელჩო ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, კორტნი ოსტრიანის საქართველოს ფინანსთა მინისტრთან, ლაშა ხუციშვილთან შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც საელჩო წერს, განხილვის თემა იყო ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური კავშირები და შუა დერეფნის საკითხი.
„აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კორტნი ოსტრიანი ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს შეხვდა, რათა განეხილათ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული ეკონომიკური კავშირები, მათ შორის შუა დერეფნის ინფრასტრუქტურის განვითარება და ამერიკული კომპანიებისთვის არსებული სხვა შესაძლებლობები“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, კორტნი ოსტრიანს 4 ნოემბერს შეხვდა.