2026 წლის I კვარტალში საქართველოში 31 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც ქვემო ქართლის (35.3 პროცენტი) რეგიონში იყო განთავსებული.

ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.

მათივე ცნობით, ელევატორების 16.1 პროცენტი ფუნქციონირებდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 16.1 პროცენტი კახეთის რეგიონში, 12.9 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 9.7 პროცენტი – ქ. თბილისში, 6.5 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 3.2 პროცენტი კი – გურიის რეგიონში.

„2026 წლის I კვარტალის განმავლობაში მომსახურება გაეწია 21 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 49 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 439 კაცით განისაზღვრა. 2026 წლის I კვარტალში, ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 91.0 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 65.5 პროცენტს წარმოადგენდა ხორბალი და 16.8 პროცენტს სოიოს შროტი. საანგარიშო პერიოდში, ელევატორებში განთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 82.9 პროცენტს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა.

2026 წლის I კვარტალში, ელევატორების მიერ გაყიდულ იქნა 61.0 მილიონი ლარის ღირებულების 59.9 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 31.6 პროცენტი იყო იმპორტირებული პროდუქცია, ხოლო 59.3 პროცენტი – ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) პროდუქცია. ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი,რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 80.8 პროცენტი. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 50.9 პროცენტს, თებერვალში – 46.7 პროცენტს, ხოლო მარტში – 47.5 პროცენტს“, - წერია საქსტატის ინფორმაციაში.