უკრაინულმა დარტყმებმა რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე, 2026 წლის დასაწყისიდან, უკვე საკმაოდ შესამჩნევი ეკონომიკური ეფექტი მოახდინა მიმდინარე გამოფიტვისა და ხარჯების ზრდის ფორმით.

უკრაინა ძირითადად ურტყამს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ნავთობის ტერმინალებს, მილსადენებს, პორტებს, საცავებს და სხვა.

Reuters-ისა და ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მაისში, დაახლოებით 700,000 ბარელი/დღიური გადამამუშავებელი სიმძლავრე დროებით გამოეთიშა რუსეთის ენერგო სისტემას.

რუსეთის გადამუშავების მოცულობა, 2009 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. უკრაინულმა დარტყმებმა შექმნა შიდა დეფიციტის რისკი, გამოიწვია საწვავის სუბსიდირების ზრდა, ექსპორტის შემცირება და ბიუჯეტზე ზეწოლა.

რუსეთის ბიუჯეტის დაახლოებით 30-35% პირდაპირ ან ირიბად ენერგოსექტორზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ არის ეს სექტორი უკრაინის მთავარი სამიზნე.

უკრაინული დარტყმების შედეგად შემცირდა ნავთობპროდუქტების ექსპორტი, გაიზარდა რემონტისა და დაცვის ხარჯები, გაიზარდა სადაზღვევო და ლოჯისტიკური რისკები. არსებული შეფასებით, 2026 წლის დასაწყისიდან, რუსეთის ზარალმა, 7 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. 

უკრაინის დარტყმებს, ენერგო ინფრასტრუქტურაზე, გააჩნია სტრატეგიული ეფექტი. უკრაინა ცდილობს რუსეთის ომის ეკონომიკა, უფრო ძვირი გახადოს.

მნიშვნელოვანია, რომ რუსეთს უწევს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გადატანა ფრონტიდან შიდა რეგიონებში, მილიარდების დახარჯვა ინფრასტრუქტურის დაცვაზე, მუდმივი რემონტი, ექსპორტის გადალაგება.

ავტორი: საერთაშორისო ეკონომიკის ანალიტიკოსი გოგიტა სურამელაშვილი.