2025 წელს ენერგობირჟაზე  129 754 მგვტ.სთ ელექტროენერგია გაიყიდა, რაც 2024 წელს ნავაჭრ ელექტროენერგიას (17,493.9 მგვტ.სთ) თითქმის 7.5-ჯერ აღემატება.  ამასთან, 1 კილოვატსაათი ელექტროენერგიის საშუალო ფასი  13.1 თეთრი იყო.

ენერგეტიკული ბირჟის ანგარიშის თანახმად, პირველ წელთან შედარებით, 2025 წელს ბირჟაზე ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2024 წლის მეორე ნახევართან შედარებით, 2025 წლის მეორე ნახევარში ვაჭრობა ორჯერ გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ბირჟაზე ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობა კვლავ მცირეა. ამის უმთავრეს მიზეზად კვლავ რჩება ბაზრის გარდამავალ მოდელში ყოველთვიური დაბალანსების არსებობა. საბითუმო ბაზრის მონაწილეებს აქვთ თვის ჭრილში პოზიციის დაბალანსების (მად. გაყიდული და იგივე პერიოდში ფაქტობრივად მიწოდებული რაოდენობის გათანაბრების) ვალდებულება, რაც არ ქმნის მოთხოვნას უფრო მოკლევადიან სავაჭრო პროდუქტებზე, პოზიციის დაბალანსების მიზნით.

„უმეტესწილად, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ბირჟაზე იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მისი მიწოდება. მიუხედავად ამისა, ბირჟაზე დაფიქსირებული ფასები ყოველთვის იყო უფრო დაბალი, ვიდრე საბალანსო ელექტროენერგიის ფასი. აღნიშნული მიუთითებს ელექტროენერგიის მყიდველების უფრო ფრთხილ სავაჭრო სტრატეგიაზე.“- აღნიშნულია ანგარიშში.

ბირჟაზე, დღით ადრე ბაზარზე მონაწილეობისთვის რეგისტრირებული იყო 24, ხოლო დღიურ ბაზარზე მონაწილეობისთვის - 17 მონაწილე.

bp.ge