აერთაშორისო ეკონომიკის ანალიტიკოსი გოგიტა სურამელაშვილი რუსეთის ეკონომიკის ტენდენციებს აანალიზებს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მისი განმარტებით, რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2025 წელს, რუსეთის სახელმწიფო ბანკები, ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან (ФНБ), დაფინანსების ყველაზე მსხვილი მიმღებები გახდნენ. 

„2025 წლის განმავლობაში, ბანკებმა "ФНБ"-დან, 1.02 ტრილიონი რუბლი მიიღეს, რაც ფონდის მთლიანი საინვესტიციო ხარჯების 90%-ზე მეტია, რამაც დაახლოებით 1.1 ტრილიონი რუბლი შეადგინა.ამ თანხიდან 407 მილიარდი რუბლი, "ВЭБ" ბანკს შეხვდა, რომელიც სახელმწიფოს დავალებით, სხვადასხვა პროექტებს აფინანსებს."ВТБ"-მ მიიღო 293 მილიარდი რუბლი,"Газпромбанк"-მა მიიღო 196 მილიარდი რუბლი, "Сбербанк"-მა მიიღო 94 მილიარდი რუბლი და "Совкомбанк"-მა (რომელიც ერთადერთი კომერციული ბანკია, რომელმაც ფონდიდან დახმარება მიიღო), 30 მილიარდი რუბლი მიიღო.

2025 წლის ოქტომბერში, მთავრობასთან დაახლოებული მაკროეკონომიკური ანალიზისა და მოკლევადიანი პროგნოზირების ცენტრი (ЦМАКП), საბანკო კრიზისის საფრთხის შესახებ აფრთხილება.

მათი შეფასებით, ასეთი კრიზისი, სავარაუდოდ, 2026 წლის მეორე ნახევარში მოხდება."ЦМАКП"-ის მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტლის ბოლოს, პრობლემურმა ვალებმა 10.4 ტრილიონ რუბლს მიაღწია."ЦМАКП" აღნიშნავს, რომ საბანკო სტატისტიკა, პრობლემების სრულ მასშტაბს არ ასახავს, რადგან უიმედო ვალების დიდი ნაწილი, რესტრუქტურიზაციის საფარქვეშ იმალება.

კორპორატიულ სეგმენტში, უიმედო ვალების კრიზისი, შესაძლოა 2026 წლის მე-3 ან მე-4 კვარტალში დაიწყოს - აცხადებენ "ЦМАКП"-ში“, - წერს სურამელაშვილი.