მედიის ნაწილის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტში "ფასების საგამოძიებო კომისიას" შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს. მათივე ცნობით, „ხალხის ძალას“ კომისიაში ორი წარმომადგენელი - ეკა სეფაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ეყოლება.

ბერეკაშვილმა მედიის ნაწილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია BM.GE-ს დაუდასტურა. მისი თქმით, კომისია მომავალ კვირაში შეიქმნება და დეტალებიც შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია.

ცნობისთვის, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, "ფასების კომისიის" წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ" პრემიერის ანონსის შესაბამისად შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა. 26 იანვარს მარკეტების და დისტრიბუციის შემდეგ "ფასების სამთავრობო კომისია" მწარმოებლებს შეხვდა.

bm.ge