სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს სასწასვლო კურსი „მარეგულირებელი აუდიტისა და სატარიფო რეგულირების პრინციპები“.
სემეკის ინფორმაციით, კურსის ფარგლებში განიხილება მრავალწლიანი და წამახალისებელი სატარიფო რეგულირების პრინციპები, ასევე რეგულირებადი სუბიექტებისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემები, მათ შორის: ტარიფის გამოთვლის პრინციპები, რეგულირებადი დანახარჯების ბაზის სტრუქტურა, კაპიტალური დანახარჯები და მნიშვნელოვანი საოპერაციო დანახარჯების ტიპები, რომლებიც გათვალისწინებულია სემეკის სატარიფო მეთოდოლოგიაში.
სასწავლო კურსი განკუთვნილია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირებად საწარმოებში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, რომლებიც ჩართული არიან სატარიფო განაცხადების მომზადების, წარდგენისა და დასაბუთების პროცესში, ასევე მარეგულირებელი მოთხოვნების შესრულებაში.