BLOOMBERG-ი ტრამპის სპეცწარმომადგენლის, სტივ უიტკოფის მიერ უკრაინის წინააღმდეგ რუსული გეგმის შესრულების ქრონოლოგიას აქვეყნებს.

ქრონოლოგია:  

- 14 ოქტომბერი: უიტკოფი პუტინის მრჩეველ უშაკოვს ურჩევს, როგორ უნდა ისაუბროს ტრამპთან და აძლევს კონკრეტულ რეკომენდაციებს (ტრამპზე უნდა ისაუბროს, როგორც მშვიდობის კაცზე, ახსენოს ტრამპის ძალისხმევა ღაზასთან დაკავშირებით და ა.შ.) და აფრთხილებს მას ზელენსკის ვიზიტის შესახებ, სადაც უკრაინისთვის ტომაჰავკის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გადაცემა უნდა დამტკიცებულიყო. 

- 16 ოქტომბერი: პუტინი ტრამპს ესაუბრება ტელეფონით და შლის ზელენსკის ყველა მოლაპარაკების მცდელობას უკრაინის გასაძლიერებლად ( ასე უქმდება ტომაჰავკების გადაცემის საკითხი) 

- 29 ოქტომბერი: უშაკოვსა და დმიტრიევს შორის სატელეფონო საუბარი იმართება, სადაც ისინი განიხილავენ „იმ ცნობილ 28 პუნქტიან გეგმას, რომელიც უიტკოფისთვის  უნდა გადავცეთ, რათა მან ის საკუთრად გაასაღოს.“ 

-  20 ნოემბერი: მედიაში ჩნდება პირველი გაჟონვები ე.წ სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით. 

- 21–22 ნოემბერი: ტრამპი იწყებს სერიოზულ ზეწოლას უკრაინაზე, ხოლო  ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ყველას არწმუნებს, რომ ეს „გეგმა“ რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილებოდა და მზადდებოდა. 

- იმავე დღეებში (21–22.11): ირკვევა, რომ „უიტკოფ-დმიტრიევის გეგმა“ რუსულ ენაზე იყო დაწერილი.

გამოცემა წერს, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით უიტკოფს პირდაპირ გადასცეს რუსული გეგმა, მან კი ის ტრამპს წარუდგინა, როგორც  უკრაინა-რუსეთის ომის დასრულებისა და სამშვიდობო შეთანხმების  ამერიკული პროექტი.