ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა განაცხადა, რომ 2026 წლის 29 მარტიდან აზორის კუნძულებზე ყველა რეისს გააუქმებს. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ფრენების გაუქმების მიზეზად „აეროპორტის მაღალ გადასახადებს“ ასახელებს, დაწესებულს ANA Aeroportos de Portugal–ის მონოპოლიით, ასევე ასევე პორტუგალიის მთავრობის უმოქმედობას.
გადამზიდავის თქმით, ამან პანდემიის შემდეგ საჰაერო მოძრაობის კონტროლის საფასურის 120%-ზე მეტით გაზრდა და თითოეულ მგზავრზე 2 ევროს ოდენობის ტურისტული გადასახადის შემოღება გამოიწვია.
კომპანია ადრე ახორციელებდა რეისებს ლონდონიდან, ბრიუსელიდან, ლისაბონიდან და პორტოდან, რითაც აკავშირებდა მათ აზორის კუნძულებთან - წელიწადში სულ დაახლოებით 400 000 მგზავრს.
Ryanair-ის წასვლის შემდეგ, აზორის კუნძულებზე სხვა გადამზიდავები დარჩებიან, მათ შორის Azores Airlines (SATA) და TAP Air Portugal, რომლებიც კუნძულებს შორის რეისებს ასრულებენ და ასევე აკავშირებენ მათ მატერიკთან.