მზის სისტემა გალაქტიკის ცენტრის გარშემო 792 000 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს და ერთი შემოვლისთვის 225 მილიონი წელიწადი სჭირდება. ამავე დროს, ირმის ნახტომი, როგორც ერთი, მთლიანი ობიექტი, საათში 2,1 მილიონი კილომეტრის სიჩქარით გადაადგილდება.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ვარსკვლავი სამყაროში თავის გზას ნელა სულაც არ გადის, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ რადიოგალაქტიკებზე ჩატარებული ანალიზი მიუთითებს, რომ ჩვენ შეიძლება კოსმოსში იმაზე გაცილებით სწრაფად ვმოძრაობდეთ, ვიდრე აქამდე გვეგონა.

მკვლევართა განცხადებით, მხოლოდ ეს ფაქტი ისედაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავე დროს, აქვს „ღრმა კოსმოლოგიური შედეგებიც“; მიუთითებს ნაკლოვანებებზე სამყაროს ჩვენს ამჟამინდელ გაგებაში ისე, რომ პოტენციურად ეჭვქვეშ აყენებს იმ დიდი ხნის პრინციპს, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩვენს პოზიცია კოსმოსში, არც ისე განსაკუთრებულია.

„ჩვენი ანალიზები აჩვენებს, რომ მზის სისტემა იმაზე სამჯერ სწრაფად მოძრაობს, ვიდრე ამჟამინდელი მოდელები პროგნოზირებს. შედეგები აშკარად ეწინააღმდეგება სტანდარტულ კოსმოლოგიაზე დაფუძნებულ მოლოდინებს და გვაიძულებს, გადავხედოთ წინა ვარაუდებს“, — ამბობს კვლევის ავტორი, გერმანიის ბილეფელდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ლუკას ბომე.

ბომე და მისი კოლეგები ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც დედამიწიდან დანახული რადიოგალაქტიკების გადანაწილება შეისწავლეს. რადიოგალაქტიკებს ეს სახელი მძლავრი რადიოტალღების გამოყოფის გამო ეწოდებათ — ელექტრომაგნიტური რადიაციის ტიპის, რომელსაც დაბალი სიხშირეები და გრძელი ტალღის სიგრძეები აქვთ.

რადიოტალღები გადიან იმ მტვერსა და გაზში, რომლებიც ხილულ სინათლეს ბლოკავენ; შესაბამისად, მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან იმ შორეულ გალაქტიკათა შესახებ, რომლებსაც ვერ ვხედავთ. რადიოტელესკოპების გამოყენებით, ასტრონომებს შეუძლიათ, შეისწავლონ ამ გალაქტიკებისთვისაა დამახასიათებელი რადიოგამოსხივების ვრცელი, ნახევარსფეროს ფორმის რეგიონები.

როცა ასეთი შორეული მონაცემთა წყაროები საკმარისი რაოდენობისაა, ასევე შესაძლებელია კოსმოსში ჩვენი მოძრაობის შედეგად წარმოქმნილი სუსტი გადახრის აღმოჩენა, რომელიც ცნობილია როგორც წყაროს დათვლის დიპოლი; ამის შედეგად, ჩვენი მოძრაობის მიმართულებით რამდენიმეთი მეტი რადიოგალაქტიკა ჩნდება, ვიდრე უკან.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ეფექტი ოდნავია, საჭიროებს ძლიერ მგრძნობიარე ინსტრუმენტებს.

სამი რადიოტელესკოპის მონაცემთა წყალობით, ახალი კვლევა გვთავაზობს რადიოგალაქტიკების ზუსტ აღწერას; მათ შორის იყო დღემდე ყველაზე ღრმა ფართომასშტაბიანი რადიო კვლევა, რომელიც ევროპაში არსებული რადიოტელესკოპების ქსელით, LOFAR-ით ჩაატარეს.

ვრცლად პირველ არხზე