ენერგეტიკის სექტორის განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეო რგოლში აღნიშნავს. 

მისი ინფორმაციით, ეს მნიშვნელობა რა თქმა უნდა არა მხოლოდ ეკონომიკურ გაძლიერებაზე გადის, არამედ ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზეც.

"რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რომ ჩვენ მაქსიმალური პასუხისმგებლობა და ყურადღება გამოვიჩინოთ აღნიშნული პროექტებისადმი, ისევე როგორც სხვა პროექტებისადმი იმისთვის რომ ყოველწლიურად, სახელმწიფომ კერძო სექტორთან ერთად უზრუნველყოს საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის ზრდა.

ამას აქვს ობიექტურად სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს საქართველოში გენერირებული ელექტროენერგია იმ მოცულობის, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ჩვენსავე საჭიროებას.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ ენერგეტიკის სექტორში ჩვენ გვექნება ძალიან ხელშესახები შედეგები, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და ზოგადად, ჩვენს ქვეყანას ძალიან გააძლიერებს", - აღნიშნა მინისტრმა.

წყარო: ბიზნესპარტნიორი