ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით (BTC) გადაზიდული ნავთობის მოცულობა შემცირდა.

იანვარ-ივნისში BTC-ის მილსადენმა 12.702 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობი გაატარა, რაც წინა წელთან შედარებით 8.8%-ით არის შემცირებული.

წინასწარი ინფორმაციით, მილსადენში ნავთობის ტრანზიტი სემცირებულია ივლისშიც. BMG-ის თანახმად, რომელიც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციას ეყრდნობა, ივლისში, წინა თვესთან შედარებით, დაახლოებით 100 ათასი ტონით ნაკლებმა ნავთობმა გაიარა.

გადაზიდვების შემცირება გამოწვეულია აზერბაიჯანული ნავთობის მოპოვების ვარდნით, სატრანზიტო მოცულობების კლებით და ოპერატორის ცვლილებასთან დაკავშირებული პროცესებით.

როგორც ცნობილია, ივლისიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის ოპერატორი BP აღარ არის. ბრიტანულმა კომპანიამ ის Socar-ის შვილობილმა სტრუქტურას SOCAR Midstream Operations-ს გადასცა. BP-მ აზერბაიჯანულ კომპანიას დაუთმო საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მეორე მილსადენის ბაქო-სუფსის ოპერატორობაც.

აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მთავარმა საექსპორტო ნავთობსადენმა ქვეყნის მთლიანი ტრანზიტის 76.9% გადაიტანა.

გადაზიდული ნედლეულის 82.3%-ს (10,453,900 ტონა) ქვეყნის შიგნით მოპოვებული ნედლი ნავთობი შეადგენდა. ხოლო  დარჩენილი 17.7% (2,248,400 ტონას) თურქმენეთისა და ყაზახეთის – მიერ მოწოდებული ნავთობი იყო.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მილსადენის დატვირთვა წლის დასაწყისიდან მცირდება.

რაც შეეხება ბაქო-სუფსის მილსადენი, კვლავ უფუნქციოა. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ რომ აზერბაიჯანთან დადებული ხელშეკრულებით, ბაქო-სუფსა წელს ამუშავდება.

ოპერატორის ცვლილების შემდეგ, BTC-ის აქციონერები არიან: BP (30.10%), SOCAR (32.97%), MOL (8.90%), TPAO (6.53%), Eni (5.00%), TotalEnergies (5.00%), ITOCHU (3.40%), ONGCVidesh (3.10%), ExxonMobil (2.50%) and INPEX (2.50%)

brg.ge