რადიო კომერსანტის თემის ეთერში საუბრისას ეკონომიკის დოქტორმა ირაკლი მაკალათიამ ინფლაციის არსებული დინამიკა შეაფასა.
როგორც ეკონომისტი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ გაძვირდა როგორც საწვავის, ისე ელექტროენერგიის ფასები, მაღალ ინფლაციაში მთავარი კონტრიბუცია მაინც სურსათზე მომატებულ ფასებს შეაქვს.
„ინფლაციის სტატისტიკიდან ჩანს, რომ ტრანსპორტის ჯგუფში ფასების ორნიშნა პროცენტულობით ზრდა დაფიქსირდა. ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ამ ჯგუფში გვაქვს. ცხადია, რომ საგარეო ფაქტორებიც განსაზღვრავს ფასების ზრდის მაჩვენებელს, თუმცა საერთო ინფლაციის დონე რომ ავიღოთ, დავინახავთ, რომ აპრილში არსებული 5.9 პროცენტიანი ინფლაციიდან სურსათის ჯგუფის კონტრიბუცია არის 2.5 პროცენტი.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფაქტობრივად, 50 პროცენტით სწორედ სურსათის ჯგუფი განსაზღვრავს ინფლაციის არსებულ მაჩვენებელს“, - აცხადებს ირაკლი მაკალათია.