მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მცირე პლანეტა 2002 XV93, რომელიც ნეპტუნის ორბიტის მიღმა მდებარეობს, მყიფე აირისებრი გარსით გამოირჩევა. ჟურნალ Nature Astronomy-ის ცნობით, ეს მას მზის სისტემის გარეუბანში ატმოსფეროს მქონე მეორე პატარა ციურ სხეულად აქცევს, პლუტონის შემდეგ.
აღმოჩენა იაპონელმა ასტრონომებმა იაპონიის ეროვნული ასტრონომიული ობსერვატორიის (NAOJ) მკვლევრის, კო არიმაცუს ხელმძღვანელობით გააკეთეს მცირე პლანეტა 2002 XV93-ის დაკვირვებისას. ის მზიდან დაახლოებით იმავე მანძილზე მდებარეობს, როგორც პლუტონი.
ციური სხეულის დიამეტრი დაახლოებით 550 კმ-ია და ძალიან ბნელი ზედაპირი აქვს. ითვლება, რომ 2002 XV93 რამდენიმე გაყინული აირისგან შედგება.